
ავტორი
Front News საქართველო
პიპილეთის საჯარო სკოლას, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ახალი ტრანსპორტი გადაეცა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა.
ახალი სატრანსპორტო საშუალების გამოყოფა შპს “განახლებადი ენერგიის რეგიონული კომპანიის” დირექტორის დავით უგრელიძის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტში, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსწავლეებისა და პედაგოგების გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარებას, რაც უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენდა პიპილეთის სკოლისთვის.
შეხვედრაზე პედაგოგებმა, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სკოლის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
გასული წლის დეკემბრის თვეში, ერთ-ერთ შეხვედრაზე პედაგოგების მხრიდან ყურადღება გამახვილდა სკოლისთვის არსებული საჭიროების შესახებ, რომელსაც მოძველებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს