“პირადად მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რასაც გუნდში ზოგი იზიარებს, ზოგი – არა”

ავტორი
Front News საქართველო
იმედებს ვამყარებთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, თუ ყველა არა, მოითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ შეთანხმდნენ გარკვეულ საკითხებზე და უზრუნველყონ სტაბილურობა, რათა ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით საერთაშორისო პარტნიორების საგანგებო და სისხლხორცეულმა დაინტერესებამ, შესაძლოა, ვითარების განმუხტვის კუთხით, შედეგი გამოიღოს.
„რაც შეეხება წითელ ხაზებს და ამ მოლაპარაკებების დეტალებს, საკმაოდ მყარი შეთანხმება იყო, რომ ამ თემებზე არ გვექნებოდა განცხადებები. ყველამ იცის ჩვენი პოზიცია, იციან ოპონენტების პოზიცია. ჩვენი იმედები დამყარებულია იმაზე, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, თუ ყველა არა, მოითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ შეთანხმდნენ გარკვეულ საკითხებზე და უზრუნველყონ ქვეყნის სტაბილურობა, რათა განვითარებას და უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები. ეს არის რეალობა. პირადად მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რასაც გუნდში ზოგი იზიარებს, ზოგი – არა, მაგრამ ფაქტია, ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია იმ ბოლო მოვლენებით და საერთოდ, არჩევნებამდე შექმნილი სურათით, რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია„ ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში. თუმცა, ჩემი სკეპტიციზმი შეიძლება კიდევ გადაწონოს არა მარტო საზოგადოების, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების საგანგებო და სისხლხორცეულმა დაინტერესებამ, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს. ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, განსაკუთრებით რთული პროცესებია რეგიონში, სადაც ჩვენ, პრაქტიკულად, ვართ ძალიან ღირსეული პლატფორმის სახით, მოკავშირე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა, ევროკავშირი და აშშ მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


