პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავეს.
"თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას, რომელსაც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ 15 წლის შვილს, სოციალური ქსელის საშუალებით უგზავნიდა. ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ასევე სხვა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და დაზარალებულს სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, მათ შორის მის მიერ გადაგზავნილ ფოტო მასალას იხილავდა.
პროკურატურამ გამოძიება დაზარალებულის მომართვისთანავე დაიწყო, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოიკითხნენ დაზარალებულები, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ჩატარდა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც დანაშაულში მამხილებელი ელექტრონული ინფორმაციის მოპოვება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 11 პრიმა 141 მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს", - აცხადებენ პროკურატურაში.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს