
ავტორი
Front News საქართველო
ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, ბათუმში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.
უცნობმა პირმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ფორმულას” გადამღებ ჯგუფსაც.
კირთაძის არაერთი მიმართვის მიუხედავად, თავდამსხმელმა საკუთარი ვინაობა არ დაასახელა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ, “ალტინფოს” წევრია, რადგან ტერიტორია, სადაც ინციდენტი მოხდა, მათი ოფისი მდებარეობს.
თაგები:
გიორგი კირთაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს