
ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, შარლ მიშელის წარმოდგენილ დღევანდელ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების საქმე მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს.
"ეს არის საბოლოო დოკუმენტი, ჩემი აზრით, ბევრი რამ მინდოდა კიდევ ყოფილიყო მასში, მაგრამ ეს არის დოკუმენტი, რომლის შინაარსიც მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის.
პირველ პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ორივე პოლიტპატიმრის საქმე უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, მითითებულია 43 %-ის აუცილებლობის აღება "ქართული ოცნების" მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტი არის მითითებული. ვფიქრობ ეს არის კომპრომისული ვარიანტი, რაც მედიატორებმა შემოგვთავაზეს. ჩართვაში იყო საუბარი, რომ 4 წელი არც ევროპა და არც აშშ არ აპირებს იყოს ჩვენი მედიატორი", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს