Logo

პირი, რომელმაც ლაღიძის ქუჩაზე ხელყუმბარა ააფეთქა, დაკავებულია

სამართალი
679
Frontnews image description

პირი, რომელმაც ლაღიძის ქუჩაზე ხელყუმბარა ააფეთქა, დაკავებულია. ის ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

 

აფეთქება თბილისში დღეს დილით მოხდა. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. 

 

თვითმხილველების თქმით, აფეთქდა ხელყუმბარა, რომელიც ერთმა პირმა მეორეს ესროლა. 

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19-109 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას ითვალისწინებს.

Advertisement