
ავტორი
Front News საქართველო
"მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე რეგულირების სააგენტო იმყოფება და მოკვლევა მიმდინარეობს.
"პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
არსებული ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმს აცრა 2 კვირის წინ გაუკეთდა. 26 მარტს პაციენტი ჩაფიძის კლინიკაში გულის მწვავე უკმარისობით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოათავსეს. მას ასევე ანამნეზში ჰქონდა კიფოსქოლიოზიც. პაციენტი 30 მარტს გარდაიცვალა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს