
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ხორვატიის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
საოცარი შეხვედრა გამოვიდა, ისეთი რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს კიდევ მრავალი წელი ემახსოვრება.
ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ლეო მესიმ კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თავის მხრივ კი აღსანიშნავია ნიდერლანდელთა თავდამსხმელი ვუტ ვეგჰორსტი, რომელმაც პირადად გადაიყვანა შეხვედრა დამატებით დროში და საკუთარ გუნდს პრაქტიკულად წაგებული თამაში შემოაბრუნებინა, მაგრამ ყველაფერი მაინც თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, რომლის გმირიც არგენტინელთა მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა, მან პირველი ორი დარტყმა მოიგერია, რითაც დიდი უპირატესობა მოუპოვა საკუთარ ნაკრებს, თავის მხრივ კი არგენტინელებმაც მშვენივრად შეასრულეს პენალტები და სერიაში ანგარიშით 4:3 დაამარცხეს მეტოქე.
სამხრეთ-ამერიკელები 1/2 ფინალში ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს 13 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.
10 დეკემბერს ფეხბურთის გულშემატკოვარს ორი 1/4 ფინალური შეხვედრა ელის წინ:
19:00 საათზე: მაროკო – პორტუგალია
23:00 საათზე: ინგლისი – საფრანგეთი
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს