Logo

პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
15.07.2021 / 20:33
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწვეტილება მოსამართლემ ამ წუთებში გამოაცხადა.

 

პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე და თუ ბრალდებულის მიმართ არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, ეს ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.
პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა თავად ბრალდებული. 

 

“არ ვეთანხმები პროკურორს. ის მე საერთოდ არ მიცნობს და არ იცის ჩემი ცხოვრება. მას შეეძლო, ენახა, ვინ ვარ და როგორ მაქვს ნაცხოვრები. მე იმ აქციაზე შემთხვევით მოხვედრილი ვარ. იქ მოხდა შეხლა-შემოხლა. მე არასოდეს მქონია პრობლემა ჟურნალისტებთან და არ ვეთანხმები იმას, რომ არაფრის გამო მომისაჯონ. ერთი თვეც არაა, რაც ჩამოვედი. მე არსად გავქცეულვარ, სახლში ვიყავი რომ ჩამოვედი. მომაკვდავი ბებია მყავს, საავადმყოფოშია. დედაჩემი ავად არის ფსიქიატრიულად და ჩემზეა დამოკიდებული. საჭიროა ხუთი წუთი, რომ ჩემს წარსულს გადახედოთ. მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი და ეს პიროვნება რას აღწერს, პროკურორი, ეს მე საერთოდ არ ვარ. არ განმიხორციელებია არავისზე თავდასხმა და არ გამიკეთებია არაფერი, რის გამოც მე უნდა მომისაჯონ“, – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.

 

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები