პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება


ავტორი
Front News საქართველო
მისივე თქმით, ყველა სამედიცინო პროტოკოლი და უსაფრთხოების წესი დაცული იქნება.
„მინდა ვისაუბრო ფრენებზე, რაც ჩვენი და ტურისტული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. პირველი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს და მოქმედებდა საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით და ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.
რა თქმა უნდა, ეს ყველა სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება. მსოფლიოს ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს, აქედან გამომდინარე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს რაიმე ისეთი საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორისთვის“, – განაცხადა თურნავამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს