
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ „ფაიზერის” ანტივირუსულ აბს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა, პაქსლოვიდით კოვიდპაციენტებს უმკურნალებენ.
ეს არის პირველი ანტივირუსული აბი, რომელსაც ავადმყოფები ბინაზე მიიღებენ ინფექციის დაწყებისთანავე, ვიდრე მათი ჰოსპიტალიზება გახდება საჭირო.
ექიმები აბებს 12 წლის ასაკის ზემოთ, მაღალი რისკის მქონე პაციენტებს გამოუწერენ. წამლის მიღება უნდა დაიწყონ ინფექციის დადგენისთანავე, 5 დღის განმავლობაში.
გასულ კვირას, „ფაიზერმა“ გაავრცელა კვლევის განახლებული შედეგები, რომელთა მიხედვითაც პაქსლოვიდი მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს