პისტორიუსი – გერმანია უკრაინისთვის 80-ზე მეტი Leopard 1-ის, ასევე სხვა აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს


ავტორი
Front News საქართველო
გერმანია 2024 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების მინიმუმ 10 ათასი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს და ასევე აპირებს უკრაინისთვის ტანკებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემები რჩება უკრაინისთვის გერმანიის დახმარების მთავარ პრიორიტეტად. სწორედ ბერლინი ხელმძღვანელობს პარტნიორ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მუშაობენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე. კერძოდ, გერმანია აპირებს წელს უკრაინას გადასცეს დამატებითი IRIS-T საზენიტო სისტემები და Gepard-ები.
პისტორიუსის თქმით, გერმანიამ უნდა დააჩქაროს იარაღის წარმოება და ბერლინი მზადაა, ეს ამოცანა შეასრულოს. “ჩვენ ვფარავთ უკრაინის ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებს აქ და ახლა იარაღით, მასალებით და წვრთნით”, – აღნიშნა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას არტილერიისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის და 80-ზე მეტი ტანკის Leopard 1-ის, ასევე, ჯავშანტექნიკის, საინჟინრო ტანკების, 450 დაცული მანქანის, ნაღმების გაწმენდის სისტემების, რადარების და სადაზვერვო სისტემების მიწოდებას ჰპირდება.
თაგები:
Leopard 2

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს