
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს, – ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.
“ევროკავშირი მკაცრად ვგმობთ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს აფხაზეთში, სეპარატისტულ რეგიონში იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ლუკაშენკოს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა. ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც არის აფხაზეთის რეგიონის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.
შემიძლია, დავადასტურო ევროკავშირის მტკიცე და ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა სტანომ.
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს