პიტერ სტანო – პუტინმა უნდა შეწყვიტოს ძალიან საშიში ბირთვული თამაში


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს ძალიან საშიში ბირთვული თამაში, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განახორციელოს პუტინზე ზემოქმედება, რათა მან შეწყვიტოს ასეთი უგუნური საქციელი.
“პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, ეს მიუღებელია. ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს ყველა მის განზრახვას, თუ რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა, რათა გააგრძელოს ეს უკანონო და გაუმართლებული ინტერვენცია, აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
მისივე თქმით, ევროკავშირი არ აღიარებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებში “ყალბ, უკანონო რეფერენდუმებს“.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს