“პლენარულ სხდომებში მონაწილეობის მიღება შესაძლებლი იქნება მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან”


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარლამენტში სრულფასოვნად მაშინ დაბრუნდება, როცა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან.
"ვადასტურებ ჩემს პატივისცემას პრეზიდენტ შარლ მიშელის მიმართ, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში გუშინდელი შეთანხმების მიღწევაში, რაც შეეხება საქართველოს პარლამენტში სრულფასოვან დაბრუნებას, ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პლენარულ სხდომებში მონაწილეობის მიღება და სრულფასოვანი მონაწილეობა ჩემი მხრიდან შესაძლებლი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიხილავ კონკრეტულ შედეგებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით", – განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები იკრიბებიან.
ამ დროისთვის, პარლამენტში შენობაში უკვე მივიდნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, ასევე დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, დავით ზილფიმიანი.
პარლამენტის შენობაში იმყოფებიან საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს