პოდოლიაკი – კონტრშეტევის ინტენსივობა გაიზრდება და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ უკვე დაიწყო წინასწარი ოპერაციები რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის მოსამზადებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“ეს (კონტრშეტევა) არის კომპლექსური პროცესი, რომელიც არ არის ერთი დღის, კონკრეტული თარიღის ან საათის საკითხი, ეს არის დეოკუპაციის უწყვეტი პროცესი და უკვე მიმდინარეობს გარკვეული პროცესები, მაგალითად, მიწოდების ხაზების განადგურება ან ფრონტის ხაზის უკან საწყობების აფეთქება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, კონტრშეტევის ინტენსივობა გაიზრდება და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.
პოდოლიაკი ვარაუდობს, რომ კონტრშეტევის მატებასთან ერთად, რუსული პარტიზანული ჯგუფების ახალი შეტევა მოხდება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგალითად, როგორც ეს მოხდა ბელგოროდის ოლქში კვირის დასაწყისში.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს