პოდოლიაკი – კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინა სამხედრო გზით უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა და იგივეს აპირებენ მოლდოვას, საქართველოს და ყაზახეთის შემთხვევაშიც


ავტორი
Front News საქართველო
თითქოსდა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების სურვილის შესახებ განცხადებებით რუსეთი ცდილობს უკრაინისა და მსოფლიო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს, რათა ექსპანსიონისტური პოლიტიკის გაგრძელებისთვის მოსამზადებლად დრო მოიგოს, – ამის შესახებ Wirtualna Polska-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“დიდი შეთანხმება ომსა და მშვიდობაზე შეუძლებელია, რადგან რუსეთს ეს არ აინტერესებს. კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინა უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა სამხედრო გზით. ასევე, კრემლში აპირებენ, იგივე გააკეთონ მოლდოვის, საქართველოს და ყაზახეთის შემთხვევაშიც. მათ სურთ, ევროპას თამაშის წესები უკარნახონ. მშვიდობა მათ გეგმებში არ შედის.
დიახ, რუსეთს სურს მოლაპარაკებები, თუმცა ეს არ არის გულწრფელი წინადადება, ეს არის ხაფანგი, რადგან საუბარია არა ომის დასრულებაზე, არამედ პოზიციების გაძლიერებაზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, ამაზე მიზნით რუსეთი აწყობს ევროპის ენერგეტიკულ შანტაჟს, რადგან იმედოვნებს, რომ გაზის დეფიციტი სუსხიანი ზამთრის შემთხვევაში ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს.
“დავუშვათ, უკრაინა დათანხმდა და დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან. დადგა სამშვიდობო ზავი. მაშინ რუსეთი წამოაყენებს შემდეგ პირობებს: უკრაინამ უნდა აღიაროს არსებული ფრონტის ხაზი ახალ საზღვრად. ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებით ჩვენი ოთხი ოლქის ანექსიას.
საბრძოლო მოქმედებები განახლდება. მაშინ რუსეთი გაავრცელებს პროპაგანდისტულ გზავნილს ევროპაში: “ნახეთ, ომი დასრულდა, თუმცა უკრაინა ისევ უტევს“. ისინი გვაქცევენ ომის ახალი ეტაპის ინიციატორებად“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს