პოდოლიაკი - მიხეილ სააკაშვილის წამოყვანის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია

ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის წამოყვანის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი უკრაინის სრულუფლებიანი მოქალაქეა და ამავე დროს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, ამიტომ კიევი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუდმივად მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას მის გადაყვანაზე თანხმობის მისაღებად, სულ მცირე სამედიცინო მიზეზებით მაინც.
"რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ ბატონი სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიცია ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მას ვთვლით უკრაინის სრულუფლებიან მოქალაქედ და ამასთან, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია. ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, ბატონი სააკაშვილი უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით.
პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ბელარუსში თუ საქართველოში შესაძლებელია თუ ისინი არ არიან პუტინის პერსონიფიცირებული მტრები, მაგრამ სააკაშვილის დაჭერა და ასეთი ტანჯვა ციხეში, ეს არის პუტინის პირადი სიამოვნება. ის იღებს სიამოვნებას იმისგან, რომ სააკაშვილი ასეთ პირობებშია. მას ამცირებენ, დასცინიან, რომ ის მუდმივად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, მიხეილ სააკაშვილი პუტინის ტყვეა.
"ეჭვგარეშეა, ბატონი სააკაშვილი პუტინის ტყვეა, პუტინის პატიმარი. მისი დაკავება და ამდენი ხნით ციხეში გამოკეტვა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ის ამ პროცესში მონაწილეობს როგორც რუსული დიქტატურის მოსამსახურე პერსონალი. ეს ხდება იმიტომ, რომ ბატონმა სააკაშვილმა, როგორც რეფორმატორმა, შექმნა ახალი საქართველო, გაამყარა ევროატლანტიკური პერსპექტივები და საქართველოს მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი ქვეყანა ადამიანებისთვის.
ყველაფერი, რასაც დღეს თქვენი ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი, რასაც კობახიძის ხელისუფლება სჩადის, უფრო სწორად, ყველაფერი, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ეს არის რუსეთის დიქტატორული რეჟიმის სამსახურში ჩადგომა. რატომ აკეთებენ ამას, გაუგებარია", - განაცხადა პოდოლიაკმა.
თაგები:
მიხაილო პოდოლიაკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


