პოდოლიაკი – ნუ დაკარგავთ დროს ფანტაზიებზე, უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსეთს


ავტორი
Front News საქართველო
ნუ დაკარგავთ დროს ფანტაზიებზე, უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსეთს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.
“მორიგი “დიპლომატიური მოგვარების” გეგმის თითოეული ავტორი, რომელიც უკრაინას ქვეყნის ნაწილის დათმობას სთავაზობს, ავიწყდება ის დეტალი, რაც ამას შეუძლებელს ხდის. ეს დეტალი უკრაინელი ხალხის ნებაა. ნუ დაკარგავთ დროს ფანტაზიებზე. უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსეთს”, – წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.
უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებებზე საბოლოო უარი ოქტომბერში განაცხადა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ აწაროებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, ვიდრე მისი პრეზიდენტი პუტინია.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს