პოდოლიაკი – ომი მალე საბოლოოდ გადავა რუსეთის ტერიტორიაზე


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვის მოსახლეობა სწრაფად ეჩვევა სრულფასოვან ომს, რომელიც მალე გადავა რუსეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკის Twitter-ზე წერს.
“მოსკოვი სწრაფად ეჩვევა სრულფასოვან ომს, რომელიც, თავის მხრივ, მალე საბოლოოდ გადავა “ომის ავტორების“ ტერიტორიაზე, რათა მათგან აიღოს ყველა ვალი“, – წერს პოდოლიაკი.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც მოხდება რუსეთში, არის ობიექტური ისტორიული პროცესი.
“მეტი ამოუცნობი დრონი, მეტი კოლაფსი, მეტი სამოქალაქო კონფლიქტი, მეტი ომი…”, – წერს პოდოლიაკი.
1 აგვისტოს ღამეს მოსკოვზე დრონებით მორიგი შეტევა განხორციელდა, მათ შორის ბოლო სამი დღის განმავლობაში მეორედ თავდასხმა მოხდა ბიზნესცენტრ “მოსკოვი-სიტიზე”.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს