პოდოლიაკი – ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში 100-120 კმ სიღრმეზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შეიქმნას


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ომის შემდგომი სტრუქტურის მთავარი თემა რუსეთში 100-120 კმ სიღრმეზე დემილიტარიზებული ზონის შექმნა უნდა იყოს. ეს ეხება აგრესორი ქვეყნის ბელგოროდის, ბრიანsკის, კურსკის, როსტოვის ოლქების ტერიტორიებს, – ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.
“ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების მცხოვრებთა რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაბომბვისგან დასაცავად, აუცილებელი იქნება 100-120 კმ დემილიტარიზებული ზონის შემოღება ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის და როსტოვის ტერიტორიებზე“, – წერს პოდოლიაკი.
მისი აზრით, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე დემილიტარიზებულ ზონაში საერთაშორისო საკონტროლო კონტინგენტი იმოქმედებს.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს