Logo

პოდოლიაკი - ყველა მოვლენა, რაც ხდება მსოფლიოში და ომი უკრაინაში, მოგვცემს საშუალებას, რომ წერტილი დავუსვათ პროექტს, რომელსაც ჰქვია საბჭოთა კავშირი

უკრაინაპოლიტიკა
328
Frontnews image description

ყველა მოვლენა, რაც ხდება მსოფლიოში და ომი, რაც მიმდინარეობს უკრაინაში უკვე სამ წელზე მეტია, მოგვცემს საშუალებას, რომ წერტილი დავუსვათ იმ პროექტს, რომელსაც ჰქვია საბჭოთა კავშირი, ხალხთა საპყრობილე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსეთი ძლიერი ზეწოლის გარეშე არ აწარმოებს არავითარ სამშვიდობო მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტაზე.

"მე საქართველოს მომავალს ვხედავ, როგორც რეგიონულ ლიდერს, ევროპული ორიენტაციის ქვეყანას, ქვეყანა იქნება ძალიან სასარგებლო უკრაინასთან ერთად ყოველ ეჭვგარეშე, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი სამუშაო უნდა ჩატარდეს. არის ხალხი, რომლებიც გულანთებულები არიან. საქართველო ყოველთვის დარჩება სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელსაც გააჩნდა, აქვს და ექნება საკუთარი თავისუფლება. მთავრობა არის ნამდვილად პრორუსული.  

ყველა მოვლენა, რაც ხდება მსოფლიოში და ომი, რაც მიმდინარეობს უკრაინაში უკვე სამ წელზე მეტია, მოგვცემს საშუალებას, რომ წერტილი დავუსვათ იმ პროექტს, რომელსაც ჰქვია საბჭოთა კავშირი, ხალხთა საპყრობილე. რუსეთის იმიჯი ძალიან დაეცემა, დაკნინდება და ჩვენ თავისუფლად ვისუნთქებთ, შევძლებთ ჩვენი კავშირების განვითარებას.

პუტინი არ არის დაინტერესებული ომის დასრულებით. რუსეთში ფულის შოვნა და კარიერის შექმნა მხოლოდ ომზე შეიძლება. რუსეთის პროპაგანდა გახლავთ აგრესიული, კაცთმოძულე. ისინი გასცდნენ უკან დაბრუნების გზას. რუსეთი ნულამდე სცემს ტრამპის რეპუტაციას, უგულებელყოფს მის სამშვიდობო ინიციატივებს, რეალურ მოლაპარაკების პროცესს აქარწყლებს.

რუსეთი ძლიერი ზეწოლის გარეშე არ აწარმოებს არავითარ სამშვიდობო მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტაზე. დარწმუნებული ვარ, ტრამპი, როგორც გლობალური მოთამაშე ამ იძულების ინსტრუმენტებს მაქსიმალურად გამოიყენებს. ეს იქნება ძალიან მტკივნეული რუსეთისთვისაც - ესაა სანქციები, ემბარგოები რუსეთის ნავთობის, ბირთვული, გაზის მრეწველობების წინააღმდეგ, რუსეთი მთლიანად უნდა ამოაგდონ გლობალური ფინანსური სისტემისგან. 

აქტიურად მუშაობენ დასავლელი ლიდერები, რომ აშშ-მა გააგრძელოს გარანტორის როლის თამაში ევროპის უსაფრთხოებისთვის. ევროპა აქტიურია, ძალიან ეხმარება უკრაინას, მტკიცე პროუკრაინული პოზიცია უკავია და ევროპა ეძებს გადაწყვეტილებას. ერთი პრობლემაა ევროპაში - ძალიან გრძელი დისკუსიებია ევროპაში და საჭიროა ამის შემოკლება.

რაც შეეხება საქართველოს, მნიშვნელოვანია, უფრო აქტიური იყოს ევროპა კობახიძის მთავრობის ზეწოლაზე", - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა ტელეკომპანია "ფორმულასთან".

Advertisement