პოდოლიაკი – რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად მხოლოდ ერთი გზა აქვს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციას აქვს მხოლოდ ერთი გზა უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, ამისთვის უნდა წააგოს ომი უკრაინაში, – ამის შესახებ “ტვიტერზე” უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.
“უცნაური ადამიანი, რომელმაც წამოიწყო ფართომასშტაბიანი ომი და უკრაინელების მასობრივი გენოციდი, საუბრობს მზადყოფნაზე განიხილოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, თუ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები შესრულდება“, – წერს პოდოლიაკი.
მისი თქმით, ისტორიულად რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ომის წაგება, უკრაინიდან გასვლა და მოპარული სუვერენიტეტის დაბრუნება, პოლიტიკური ტრანსფორმაცია არეულობების გზით და მართლმსაჯულების სკამი ხოცვა-ჟლეტის
ავტორისთვის. ეს უკვე აქსიომაა…”, – წერს პოდოლიაკი.
პუტინმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციისთვის “არაფერია გასაკვირი“ იმაში, რაც ნატო-მ და G7 ქვეყნებმა განაცხადეს.
ამასთან, მან განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში უნდა იყოს დაცული პირობა “რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
პუტინმა ასევე, კიდევ ერთხელ უწოდა უკრაინის პოტენციურ შესვლას ნატოში რუსეთის “უსაფრთხოების საფრთხე“ და კვლავ სცადა გაემართლებინა რუსული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს