პოდოლიაკი – თქვენ არაფერი შეგიძლიათ, დაივიწყეთ ბახმუტი და მოემზადეთ იალტისთვის


ავტორი
Front News საქართველო
კრემლი თავისი “შესაძლებლობების” დასამტკიცებლად ბახმუტთან ათასობით თავის სამხედროს ასაფლავებს, ფაქტობრივად, ვერაფერს აკეთებს, ამიტომ რუსებმა “იალტისთვის მზადება უნდა დაიწყონ“, – ამის შესახებ “ტვიტერზე” უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.
“ბახმუტი, ქალაქთან, რომელსაც არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს ომის მიმდინარეობისთვის, კრემლი მარხავს ათასობით მობილიზებულს, პატიმარს, დაქირავებულს და სამხედროს.
ყველაფერი ხდება საკუთარი თავისთვის დასამტკიცებლად, რომ რაღაცის გაკეთება მაინც შეუძლიათ! არა, არაფერი შეგიძლიათ. დაივიწყეთ ბახმუტი და დაიწყეთ მზადება იალტისთვის – იალტის ტრიბუნალისთვის”, – წერს პოდოლიაკი.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს