პოდოლიაკი – ტრამპს სურს სწრაფი გადაწყვეტილებები, მაგრამ არ შეიძლება ომი პუტინის სცენარით დასრულდეს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააახლოებს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“რუსეთი ლავროვის, პესკოვის და პუტინის მეშვეობით ამბობს, რომ ოთხი რეგიონის მიღება სურთ. მათ სურთ უკრაინამ უარი თქვას არა მხოლოდ ნატოზე, არამედ ჯარზე და ნატოს იარაღზე, რომ ეს იყოს პატარა ჯარი პოლიციის ფუნქციებით, მეტი არაფერი. და მათ სურთ უკრაინაში რუსული კულტურის, ენისა და საინფორმაციო სივრცის დომინირება. და არის უკრაინის პოზიცია, სადაც ნათლად წერია, რომ ომის დასრულება უკრაინის ხარჯზე შეუძლებელია.
რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ამის შესახებ პრეზიდენტი საჯაროდ საუბრობს. ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავასრულოთ ომი სამართლებრივი კონტექსტით, ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ თუ რუსეთს არ მივიყვანთ პოლიტიკურ ტრანსფორმაციამდე, ის ყოველთვის დაჟინებით მოითხოვს ევროპაში ძალადობის გზით დომინირების უფლებას.
უკრაინას ეს არ სურს. უკრაინას სურს გაიგოს, აქვს თუ არა მას უფლება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, იყოს კოლექტიური ალიანსის წევრი. თუ არ გსურთ ნატოში მოწვევა, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ უკრაინის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ხელყოფისგან.
ტრამპს სურს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც პროამერიკული იქნება საინფორმაციო ეფექტის თვალსაზრისით, მაგრამ არის ერთი ნიუანსი. არ შეიძლება პუტინის სცენარის ფარგლებში დაასრულო ეს ომი და იფიქრო, რომ ომი შენ დაასრულე. იმიტომ, რომ რუსეთის იძულების გარეშე, ეს არის პუტინის სცენარი. და უცნაური იქნება, თუ ტრამპის ადმინისტრაციას პუტინთან თამაში მოუნდება”, – განაცხადა პოდოლიაკმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს