
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, დღეს ციხეებში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და ჩემი პირადი მეგობარი ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პუტინის პირადი პატიმარია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ციხეებში არიან გულანთებული ადამიანები, რომლებიც ციხეებში იხდიან მაღალ ფასს.
"მთავრობა არის პრორუსული, სრულად იღებს იმას, რასაც აკეთებს რუსეთის ხელისუფლება თავის ქვეყანაში. მათ შეუძლიათ დათრგუნონ, გაანადგურონ, დიქტატი განახორციელონ. სამწუხაროდ, დღეს ციხეებში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და ჩემი პირადი მეგობარი ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პუტინის პირადი პატიმარია. მე არ ვთვლი, რომ ისინი დიდხანს გაჩერდებიან ციხეში იმიტომ, რომ ქვეყნის გული არის სხვა და რუსეთი ვერ უკარნახებს ცხოვრების იმ წესებს, რომელშიც სურს, რომ საქართველომ იცხოვროს.
სამწუხაროდ, საქართველოში ციხეებში არიან გულანთებული ადამიანები, რომლებიც ციხეებში იხდიან მაღალ ფასს. ეს ადამიანები იმის სიმბოლოები არიან, რომ ჩვენ მაინც თავისუფლები ვართ", - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა "ფორმულასთან".
თაგები:
მიხაილო პოდოლიაკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს