პოდოლიაკი – უბრალოდ ნუ მიაქცევთ ყურადღებას პუტინის წუწუნს და მაშინ ბევრი რამ სწრაფად გადაწყდება


ავტორი
Front News საქართველო
დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს, რომ რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის განცხადებები გავლენას არ ახდენს გლობალურ პროცესებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“დროა, ვაღიაროთ, რომ სუბიექტი “პუტინი” დღეს არ არის ადამიანი, რომლის განცხადებებსაც აქვს მნიშვნელობა, შეიცავს სულ მცირე ჭეშმარიტებას, ან ახდენს გავლენას გლობალურ პროცესებზე და განსაზღვრავს მოვლენების მიმდინარეობას“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, რუს დიქტატორს მხოლოდ ხვეწნა შეუძლია “მოლაპარაკებებზე ვინმესთან მაინც უკრაინაზე“ და ზღაპრების მოყოლა “კიევის რეგიონიდან ოკუპანტების გაყვანის თხოვნის შესახებ”.
“უბრალოდ ნუ მიაქცევთ ყურადღებას პუტინის წუწუნს და მაშინ ბევრი რამ სწრაფად გადაწყდება”, – აღნიშნავს პოდოლიაკი.
აფრიკის კავშირის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პუტინს თითქოს სურს, მოლაპარაკება უკრაინასთან ომის დასასრულებლად და საჭიროა მხოლოდ “მეორე მხარის დარწმუნებაა”.
ამავდროულად, პუტინმა აფრიკელ ლიდერებთან ისაუბრა, “თუ როგორ შეთანხმდნენ უკრაინა და რუსეთის ფედერაცია ომის დასრულებაზე თურქეთში მოლაპარაკებების დროს და მოსკოვმა თავისი ჯარები კიევის რეგიონიდან “თხოვნით” გაიყვანა.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს