Logo

პოდოლიაკი – უკრაინას შეუძლია, დაასრულოს ომი რუსეთთან წელს, მაგრამ ამისთვის საჭიროა საკმარისი რაოდენობის იარაღი

უკრაინა
1510
Frontnews image description

უკრაინას შეუძლია, დაასრულოს ომი რუსეთთან წელს, მაგრამ ამისთვის საჭიროა საკმარისი რაოდენობის იარაღი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

“რუსეთი არასოდეს შეიცვლება. ის ყოველთვის იქნება აგრესიული. მაგრამ რუსეთის გარდაუვალი დამარცხება უკრაინის წინააღმდეგ ომში ევროპას მისცემს დროს საერთო ევროპული თავდაცვის სისტემის ეფექტური განვითარებისთვის”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მისივე თქმით, ომი შესაძლოა, წელს დასრულდეს, თუ საჭირო იარაღი დროულად მოვა, უკრაინელ ჯარისკაცებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ჭურვები; შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები; თანამედროვე გამანადგურებლები.

Advertisement