პოდოლიაკი - უკრაინასა და აშშ-ს შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთთან მარტო დაპირისპირება უაზროა, ეს არის რესურსების ხარჯვა დაა განვითარების მაგივრად თავდაცვაზე მუშაობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები რთულია, თუმცა მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
"მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია და ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ადეკვატურად და დადებითაც აფასებენ უკრაინის მზადყოფნას, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტას გაყოფის ხაზის გასწვრივ სჭირდება სრულფასოვანი მოლაპარაკებები. მეორე ეს არის უსაფრთხოების გარანტიები, ეს არის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპისთვის და მესამე მგრძნობიარე საკითხი არის კოლექტიური უსაფრთხოება, რომელიც უკრაინას ეხება. რუსეთთან მარტო დაპირისპირება უაზროა, ეს არის რესურსების ხარჯვა დაა განვითარების მაგივრად თავდაცვაზე მუშაობა.
ჩვენ გვინდა პარტნიორობა უსაფრთხოების მხრივ აღმოსავლეთ საზღვარზე, ასევე შეიარაღებული ძალების განვითარება, რასაც სჭირდება დამატებითი ინვესტიცია.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ძალიან რთული მოლაპარაკებებია, მაგრამ კონსტრუქციულობა იმაში გამოიხატება, რომ ამერიკული მხარე მზად არის. ტერიტორიების გაცვლას თუ დათმობას რაც შეეხება, ცოტა უცნაურად ჟღერს. მაშინ უნდა საჯაროდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართალს უნდა გადავხედოთ და ყველაფერი, რაც ტერიტორიულ მთლიანობას და მის ხელშეუხებლობას ეხება, უნდა მოვაშოროთ. ეს პრეცედენტი გახდება და თუ რუსეთი ამ პრეცედენტს მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს ჩამოანგრევს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემას.
რაც შეეხება შედეგებს, პრეზიდენტი ზელენსკი საფრანგეთშია პრეზიდენტ მაკრონთან და როდესაც დელეგაცია ჩამოვა ევროპაში, რომ გაირჩეს დეტალები, მაშინ მკაფიოდ იქნება სურათი, თუ რა ეტაპზე ვარ. უკრაინასა და აშშ-ს შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა "ფორმულასთან".
თაგები:
მიხაილო პოდოლიაკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


