Logo

პოლ გობლი – რასაც “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, არის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ბრძოლის და შემდგომი ბრძოლების ღალატიც

პოლიტიკა
313
Frontnews image description

რასაც “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, არის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ბრძოლის და შემდგომი ბრძოლების ღალატიც, – ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა პოლ გობლიმ განაცხადა

“ყოველთვის კარგი იდეაა ხალხს უთხრა, რომ შენ მშვიდობა შეინარჩუნე. ეს ისაა, რისი მოსმენაც ხალხს უნდა. ამასთან, არგუმენტი, რომ საქართველოს მთავრობამ მშვიდობა შეინარჩუნა იმით, რომ უკრაინას მხარი არ დაუჭირა ან იმას გულისხმობს, რომ რუსეთი აპირებს ყველას დაესხას თავს, ვინც ეს გააკეთა ან იმას, რომ საქართველოს პოზიციაა გააკეთოს ის, რაც რუსეთს სურს უნიკალურად მართებულია, მაგრამ თუ ასეა მაშინ, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხს ეუბნება ისაა, რომ სანამ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მოსკოვს სურს, ის ჩვენთან არ შემოიჭრება. ყველა ლამაზი სიტყვის მიღმა ეს ამას ნიშნავს, მაგრამ, მაშინ რამდენად განსხვავდება ეს იმისგან, რაც 1991 წლამდე იყო. შედეგად, რასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, არის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ბრძოლის და შემდგომი ბრძოლების ღალატიც.

იმის თქმა, რომ ერთი მხარე ბოდიშს იხდის ეს ნიშნავს, რომ ეს მხარე წუხს, ნანობს, რაღაც კონკრეტულ მოქმედებას, რაც ოდესღაც მისი ჩადენილია. ეს ბევრად იმაზე შორს მიდის, ვიდრე საჭიროა მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს მიდგომა მიუთითებს, რომ სანამ იმას ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც ჩვენგან მოსკოვს სურს, ყველაფერი რიგზე იქნება. პირობას გაძლევთ, რომ, როგორც საქართველოს ისტორია განმეორებითად აჩვენებს, ეს არ მოხდება“, – აცხადებს პოლ გობლი.

თაგები:

პოლ გობლი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები