
ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლება იმ ადამიანების დევნით და დაჭერით არის დაკავებული, ვინც მათთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს.
"რა უნდა აკეთონ, თუ არა დევნა განსხვავებული აზრისა, დევნა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ადამიანების წინააღმდეგ ზიზღის კამპანიის აგორების, მათი დაკავების, მათი დაჭერის, მათი შანტაჟის, მათზე ძალადობისა ხომ? ვინც მათთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. სხვა მათ რა უნდა აკეთონ? სივრცე რითი არის გაჯერებული, ხომ ხედავთ? პოლიტიკის ადგილს არ ტოვებენ. ცხრა წელიწადი ამას აკეთებენ, ამას გააგრძელებენ მანამ, სანამ იქნებიან ხელისუფლებაში. მათ უნარი არ შესწევთ სხვა სახის პოლიტიკა აკეთონ. პოლიტიკა მუსკულების თამაშის, შტურმით შენობების აღების, ოპონენტების დაკავების ხდება დღიდან ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლისა", – აცხადებს ნიკა მელია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს