Logo

პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ

Frontnews image description

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ.

კითხვაზე, "ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, გამოკითხულთა 89% პატრიარქს ასახელებს, 65% – გიორგი გახარიას, 55% – კახა კალაძეს.

გამოკითხულთა 52% ასახელებს დავით ბაქრაძეს, 42% ნიკა მელიას, 40% – ბიძინა ივანიშვილს, 39% – გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელს“, 36% – დავით უსუფაშვილს, 33% – არჩილ თალაკვაძეს, ასევე 33% – ირაკლი კობახიძეს, 31% – სალომე ზურაბიშვილს, 29% – გიგი უგულავას, 27% – შალვა ნათელაშვილს, 26% – მამუკა ხაზარაძეს, ასევე 26% – ალეკო ელისაშვილს, 24% – ლევან ხაბეიშვილს, 21% – ზურაბ გირჩი გაფარიძეს, 21%- ირმა ინაშვილს, 20% – ნინო ბურჯანაძეს და 17% – ბადრი ჯაფარიძეს.

თაგები:

Advertisement