“პოლიტიკური ხულიგნობის დრო საქართველოში წარსულს ჩაბარდა”


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური ხულიგნობის დრო საქართველოში არ არის, წარსულს ჩაბარდა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგას, ამის უფლებას არავის მივცემთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
„საქართველოს პარლამენტის წევრობა ინდულგენცია არ არის. ეს მაგალითი და სახეა, როგორ უნდა დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ კანონი და როგორ უნდა სცეს პატივი ქვეყნის კონსტიტუციას. ამიტომ, პარლამენტის ყველა წევრს ვურჩევ, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად მოუწევს ყველას მოქმედება. პოლიტიკური ხულიგნობის დრო საქართველოში არ არის, ეს წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, ვინმეს თუ ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგას, მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველა პატივს ვცემთ სამართლებრივ სახელმწიფოს და პატივს ვცემთ იმ წესებს, რომელიც ქვეყანაშია, ამის უფლებას არავის მივცემთ.
იმედია, ყველა გონს მოეგება და იმოქმედებს არა ვინმეს ინტერესის, არამედ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. თუ ვინმეს გონია, რომ კანონზე მაღლა დგას, ეს ასე ვერ იქნება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს