“პოლიტიკური პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას და ოპოზიციური პარტიები პარლამენტში დაბრუნდნენ”


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას და ოპოზიციური პარტიები პარლამენტში დაბრუნდნენ, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს.
„დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან შესახვედრად საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის დროული ვიზიტი შედგა ბრიუსელში. იყო ღია და კონსტრუქციული დისკუსია სხვადასხვა საკითხზე. როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი აზრით, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მთავარი გზავნილებია: კოვიდის კრიზისის, რეფორმების გაგრძელების საჭიროებისა და გაძლიერებული მედეგობის ფონზე, საქართველოს გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს. პოლიტიკური პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან სათანადოდ ფუნქციონირება შეძლოს. ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესისკენ საერთო წინსვლის გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ორი ბრწყინვალე დიპლომატი წარმართავს“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს