
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს, ის პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას.
"პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა. ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს. პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას, გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის პროკურატურის ქმედებასთან თანხვედრაში. ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე, ევროკავშირს არ უჭირს აღიარება და სხვა მექანიზმებით ამის მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი.
ეს არა თუ "ქართული ოცნების" იმიჯს ლახავს, პირიქით, ლახავს იმ პოლიტიკური პარტიების იმიჯს, ვინც ზურგი შეაქცია ამ შემთხვევაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და არ შემოუერთდდა, ხელი არ მოაწერა აღნიშნულ შეთანხმებას", – აცხადებს ამილახვარი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს