Logo

“პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით”

საზოგადოება
793
Frontnews image description

ოპოზიციონერი დეპუტატი, გიორგი გახარიას გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეებს თანამდებობების დატოვება მოსთხოვეს ერთადერთი ნიშნით, რომ იყვნენ გახარიას გუნდის თანამოაზრეები

„დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეებზე მოხდა ზეწოლა. ზეწოლა ხდებოდა ერთადერთი მიზეზის გამო. ამ ადამიანებს გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოსთხოვეს თანამდებობების დატოვება. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ „ქართული ოცნება“ ებრძოდა. დღეს კი, ფაქტობრივად, პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით.

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე ძალიან კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავიანთ მუნიციპალიტეტებს. იყვნენ გამორჩეული პროფესიონალიზმით, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით ხდება მათი გათავისუფლება, რაც ძალიან სამწუხარო, არასწორი და არაჯანსაღი პროცესია. რაც შეეხება კანდიდატობას, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ მომავალში ყველასთვის საჯაროს გავხდით კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციას“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ხოჯევანიშვილის შეფასებით, „ეს „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისია“ და შესაძლებელია, მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგოს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები