
ავტორი
Front News საქართველო
რიონის ხეობის მცველების ინფორმაციით, მათ პოლიციამ ნახევარი საათი მისცა, იმისთვის, რომ გუმათთან გზა გახსნან, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით ემუქრებიან.
"გუმათჰესთან ვართ. აქტივისტებს ჩაკეტილი აქვთ გზა. პოლიცია გვემუქრება, რომ თუ არ გავხსნით, გამოიყენებენ პროპორციულ ძალას, დაგვშლიან და აიღებენ გუმათის კარავსაც. მოგვცეს 30 წუთი მოთხოვნების შესასრულებლად", – აცხადებენ ადგილობრივები.
რიონის ხეობაში მთელი დღე დაძაბული ვითარებაა. ნამოხვანში პოლიციამ ხეობის მცველების კარვები უკვე დაშალა და ახლა აქტივისტებს ნამოხვანისკენ გადაადგილებისა და პროტესტის გაგრძელების უფლებას არ აძლევს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს