Logo

პოლიცია – ხარკოვში რუსი სამხედროების მასობრივად ტყვედ ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს

მსოფლიო
1090
Frontnews image description

ხარკოვში რუსი სამხედროების მასობრივად ტყვედ ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს, – ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

 

რუსი ჯარისკაცები სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ბარდებიან.

 

პოლიცია ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს, დეტალურად შეამოწმონ ყველა ასეთი შემთხვევა, ჩამოართვან იარაღი და რუსი ტყვეები დროებით თავშესაფარში გადაიყვანონ.

 

პოლიცია სხვა რუს სამხედროებს მოუწოდებს, მიბაძონ მათ, იარაღი დაყარონ და ჩაბარდნენ.

 

“ხარკოვის მოსახლეობამ რთული და საშინელი ღამე გადაიტანა, მაგრამ ჩვენი სამხედროები რუს დამპყრობელს ღირსეულად პასუხობენ“, – აღნიშნავენ პოლიციაში.

Advertisement