პოლიციამ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი“ და დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე.
დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა აღნიშნული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 1988 წელს დაბადებული პ.კ.-ს ავტომობილისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. პოლიციამ პ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები 24 საათის განმავლობაში, განაგრძობენ ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათ მიმართ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების გატარებას", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ნარკოდანაშაული
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


