პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
პოლიციამ ორგანიზაცია მოძრაობა "საქართველოსთვის" ორი აქტივისტი – ნიკოლოზ ნარსია და რუსკა მჭედლიძე დააკავა.
სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე სისტემის ჩავარდნასა და არაეფექტურ გამოძიებას აპროტესტებდნენ და მსვლელობას გადაადგილების შეზღუდვის საათებში ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გეგმავდნენ.
აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა 20:30 სთ-ზე დაიწყეს და დაუმორჩილებლობის ნიშნად, მთავრობის მიერ შემოღებული გადაადგილების შეზღუდვა შეგნებულად დაარღვიეს.
ქობულეთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის გოგონას ბაბუის თქმით, თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს. მას ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს