Logo

პოლიციამ გაუჩინარებული რამაზ გერლიანის წერილი და მობილური იპოვა

შემთხვევა
915
Frontnews image description

პოლიციამ  გაუჩინარებული ეკონომისტის რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლია.  ორივე მათგანი ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღეს.

 

მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რომლითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია.

 

რაც შეეხება წერილს, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ “ბევრი ითმინა” და “დაიღალა”. ის ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას სთხოვს.  

 

გერლიანის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია. 19 დეკემბერს გაუჩინარებულ  მამაკაცს პოლიცია  ამ დრომდე ეძებს.

Advertisement