გორში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ი.ბ. დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია გორში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის სადგომზე გაჩერებულ ავტომობილში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მასში არსებულ თანხას 18,920 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხა ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს