პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში 1983 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ა.ა. მიმდინარე წლის 21 აპრილს, ბრალდებულსა და ვ.კ.-ს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ვ.კ.-მ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 151-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს