Logo

პოლიციამ ქვემო ქართლში მობილური ტელეფონების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა

სამართალი
243
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ბრალდებით 2008 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ბრალდებული  ნ.ი. დააკავეს, ხოლო მისი ძმა 2009 წელს დაბადებული ნ.ი. ამხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, საიდანაც 8 ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი თანასოფლელებს მიყიდეს, ხოლო ნაწილი სხვადასხვა მაღაზიებში ჩააბარეს.

სამართალდამცველებმა 4 ნაქურდალი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

თაგები:

ქურდობა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები