პოლიციამ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული გ.ო. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული თავისუფლების სამ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით სხვადასხვა სახის დოკუმენტის, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობას და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა გ.ო.-სგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულის სამუშაო ოფისის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია პერსონალური კომპიუტერები და სპეციალური ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც იგი ყალბი დოკუმენტების დამზადებას ახდენდა. ასევე ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის დამზადებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს