Logo

პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალი
163
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.შ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, თ.შ.-ს მიერ მითითებული ადგილებიდან 23 შეკვრად დაფასოებული  ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად  ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

Advertisement