პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 5 პირი


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არიან დაკავებული 1983 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი უ.გ., 1981 წელს დაბადებული, წარსულში ასევე ანალოგიური
დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.კ., 1980 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ღ., 1982 წელს დაბადებული მ.ყ. და 1994 წელს დაბადებული დ.მ.
დანაშაულები თავისუფლების 3-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა, ბრალდებული უ.გ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ხოლო მ.ყ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 10 ვაზნა. რაც შეეხება ლ.ღ.-ს, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 17 ვაზნა. დ.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნა. ი.კ.-ის მიერ მითითებული ადგილიდან კი პოლიციამ ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს