“პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ 2000/2000 ლარით დაჯარიმებულები ვართ”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე და მისი მუეღლე პოლიციამ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობის გამო დააჯარიმა.
როგორც ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ 2000/2000 ლარით დაჯარიმებულები ვართ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობის გამო.
ავუხსენი, რომ ეს მოქმედება იყო, ჩვენი პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკური მოტივებით მოქმედი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი და ხალხის კიდევ უფრო მეტად გამაღარიბებელი შეზღუდვების წინააღმდეგ.
ამიტომ ცხადია არ ვეთანხმები ამ ჯარიმის სამართლიანობას და ვაპირებთ შესაბამისი წესით სასამართლოში გავასაჩივროთ. არა პოლიტიკურ შეზღუდვებს!", – წერს ბარამიძე.
თბილისში, დედაენის ბაღში "დაუმორჩილებლობის აქცია" 6 თებერვალს გაიმართა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს