Logo

პოლონელმა დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიმართეს

პოლიტიკა
15.10.2021 / 15:46
Frontnews image description

პოლონეთის პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად “ქართული ოცნების” მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს.

 

ინფორმაციას პოლონელი პარლამენტარი მალგოჟატა გოშიევსკა Facebook-ის საკუთარ გვერდზე  ავრცელებს.

 

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, პოლონეთის პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში იმონ გილმორეს თხოვნით მივმართეთ, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება რათა მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ”, – წერს მალგოჟატა გოშიევსკა.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmmgosiewska%2Fposts%2F288537793095814&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”754″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები