პოლონეთი და ბულგარეთი თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ რუსეთი


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის და ბულგარეთის ხელისუფლებები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი. ამის შესახებ განცხადებები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში, მათ შორის, საზღვრების დახურვის ან სხვა გაუთვალისწინებელ გარემობებში, ევაკუაცია შეიძლება, გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს”.
ვარშავა მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალებით დატოვონ რუსეთის ტერიტორია.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღებით აკონტროლონ როგორ განვითარდება ვითარება და დაუკავშირდნენ საელჩოს მოსკოვში და გენერალურ საკონსულოს სანქტ-პეტერბურგში, ასევე განიხილონ რუსეთის ტერიტორიის რაც შეიძლება მალე დატოვების შესაძლებელობა და გამოიყენონ ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს